XX საუკუნის 30/40-იან წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში, უძრავი ქონების ღირებულება, განსაკუთრებით კი მიწის ფასი კოლოსარულად გაიზარდა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტებმა, ქარხნები და სხვა საწარმოო დაწესებულებები გადაიტანეს განაპირა რაიონებში, ამგვარად მანჰეტენზე გამოთავისუფლებული ლოფტების (Loft) – უდიდესი ნაწილი დაიკავეს ახალგაზრდა შემოქმედმა მხატვრებმა, მათ იზიდავდათ სხვა ბინებთან შედარებით დაბალი საარენდო ფასი და ლოფტის (Loft) ვიზუალურ ფუნქციონალური მახასიათებლები.
ლოფტის ტიპის ინტერიერი , ღია კონცეფციის აპარტამენტი, ადაპტირებადი სივრცე მაღალი ჭერით, დიდი ფანჯრებით, ბუნებრივი აგურის, ხის, ბეტონის ფაქტურისა და ჭაობისფერი ელემენტების კომბინაციით
სივრცეების დაყოფა მასიური კედლების ნაცვლად, მინის ტიხრებით, ავეჯით, მცენარეებითა და სხვადასხვა მასალით მოწყობილი იატაკით ხდება.
XX საუკუნის შუა ნაწილში ლოფტმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. აღნიშნული სტილი განსაკუთრებულია იმით, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რესტორანის, სასტუმროს და სხვადასხვა დანიშნულებისთვის საჭირო კომერციული მიზნებით, ასევე საცხოვრებელი დანიშნულებით.